30 დღეში უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა

03 დეკემბერი 2019, 11:30 299 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში კი 68.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი