ტრენინგი გიდებისთვის

01 დეკემბერი 2019, 12:54 1298 ნახვა

ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათი ისტორიები იყო ტრენინგის თემა, რომელსაც ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო. მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები ქალაქის პრაქტიკული ტურისას იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც XIX-XX  საუკუნეების, ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა.

სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა აღნიშნული თემისა, 8 დეკემბრამდე ტრენინგები ბათუმური ეზოების, აივნების, კარების, ქართული მითოლოგიის, ქორეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში