ჯელალ ქიქავამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის  თანდასწრებით გამოიკითხა

24 ნოემბერი 2019, 19:44 478 ნახვა

ჯელალ ქიქავამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის  თანდასწრებით გამოიკითხა. ქიქავა ამბობს, რომ პროკურატურაში  ჩვენების მიცემაზე უარი განაცხა და სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრანდიაშვილის თანდასწრებით გამოკითხვა ისურვა.

ჯელალ ქიქავა ირწმუნება, რომ 22 ნოემბერს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის მერიაში მას ფიზიკურად გაუსწორდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ამბობს, რომ დეპუტატმა მასზე უკვე მეორედ იძალადა, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი