აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე რეფერენდუმს ან პლებისციტს ითხოვს და პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს

23 ნოემბერი 2019, 11:30 1554 ნახვა

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს და პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა,  მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად.მისივე თქმით, მოვლენების დაწყების პირველივე დღეს არ ჩათვალა საჭიროდ, ამ თემაზე ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პროცესები ცუდად მიდის, ამიტომ თავი მოვალედ ჩათვალა, ამის შესახებ განცხადება დღეს გაეკეთებინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში