"ჩვენ არ გვინდა დავთმოთ ტერიტორია, სადაც გვეგულება თავისუფლება, სამართლიანობა" - ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს

22 ნოემბერი 2019, 15:44 1598 ნახვა

"მე  ვასწავლი ჟურნალისტებს როგორ არ შევიდნენ ისინი კონფლიქტში ვასწავლი მათ  მოთმინებას“-ეს ფრაზები ეკუთვნის გიორგი კოხრეიძეს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა  სურს. კანდიდატს დღეს კონცეფციაზე არ უსაუბრია, რადგანაც თქვა, რომ მის ხედვებს მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭოს წევრები უკვე იცნობენ, რადგან გასაუბრებაში  მეოთხედ  მონაწილეობს.  

 გაძლიერებული  სარედაქციო პოლიტიკა, წარმოების პროცესში აუდიტორიის ჩართულობის  ზრდა, მაუწყებლის იდეის გარშემო მოტივირებული გუნდის შექმნა, მრავალფეროვანი,  უფრო სიღრმისეული მედია პროექტები-   გიორგი კოხრეიძისგან განსხვავებით   მრჩეველთა საბჭოს  ახალ შემადგენლობას   მაუწყებლის განვითარების ხედვა გააცნო ნათია ზოიძემ. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა რომელიც  როგორც  ნათია ზოიძესთან ისე კიდევ ერთ კანდიდატთან მაია მერკვილაძესთან  დაისვა საინფორმაციოს სამსახურის შიდა მოხმარების ფეისბუქ ჯგუფებს ეხებოდა. გასაუბრება უკვე გაიარა მაია მერკვილაძემ, ახლა კი მრჩევლების შეკითხვებს დირექტორობის მსურველი ლაშა ზარგინავა პასუხობს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში