,,შენი იდეა ბათუმს"- 6 საუკეთესო იდეა გამოვლინდა

22 ნოემბერი 2019, 18:05 340 ნახვა

ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ 30 რეგისტრირებული იდეიდან 6 საუკეთესო გამოვლინდა. გამარჯვებულ იდეებს მოქალაქეები ხმის მიცემის გზით  www.idea.batumi.ge  გამოავლენენ, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყება და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

1. მოხატული ლუქები – ჭარტი  ავტორები: სოფიო ქამადაძე, გაბრიელ ღვინიანიძე

​2. ძაღლების პარკი ავტორი: მევლუდ საბაშვილი

3. ქუჩის კალათბურთი ავტორი: ნიკოლოზ კიკვაძე

4.ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი. ავტორი:  პაატა ურიადმყოფელი​

5. StarOnline - ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი. ავტორი: თეიმურაზ დიასამიძე

6.  Batumi Dots. ავტორი: ნინო ბასილაძე

​პროექტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

მინიმალური ხმის რაოდენობა კი ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი