გვჭირდება მძლავრი ინფრასტრუქტურა და ეფექტური სერვისები - არჩილ ჩიქოვანი

16 ივლისი 2020, 21:41 8875 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერია ფეისბუქ გვერდზე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენს ქალაქს აქვს მზარდი ტურისტული პოტენციალი. გამოწვევებზე საპასუხოდ გვჭირდება მძლავრი ინფრასტრუქტურა და მოქნილი სერვისები.

თანაქალაქელებთან და გუნდთან ერთად, ჩვენ მშვიდად მივიყვანთ ბოლომდე წამოწყებულ პროექტებს და განვახორციელებთ კიდევ ბევრ ინოვაციურ პროექტს.

ჩვენ გვყავს საკმაოდ პასუხისმგებლიანი და პოლიტიკურად შემდგარი გუნდი. ჩვენი ვალდებულებაა ქალაქის სამსახურში ყოფნა” - არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი", - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში