„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე სამი პირი დააკავეს

21 ნოემბერი 2019, 18:02 639 ნახვა

პოლიციამ  „ქართული  ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავდნენ, სადაც ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი