ქართული ძიუდოს კლუბების წარმატება ევროპის საკლუბო ტურნირზე

18 ნოემბერი 2019, 10:34 405 ნახვა

ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართული კლუბი ფრანგულ „ეტუალს“ შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.საინტერესოა, რომ „გოლდენ გორი“ შარშან დაარსდა და ახლადშექმნილმა კლუბმა უკვე მეორე მნიშვნელოვანი წარმატება იზეიმა.

ქართულმა კლუბმა გასულ წელს საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზა და დებიუტი ტრიუმფით აღნიშნა – გორელი ძიუდოისტები „ევროპა ლიგის“ ჩემპიონები გახდნენ. ტურნირის ჩემპიონი კი ლისაბონის ,,სპორტინგი’’ გახდა , რომლის შემადგენლობაშიც ქართული ფესვების მქონე ძუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ასპარეზობდა. ძიუდოს ევროპა ლიგაზე მოასპარეზე თბილისის ,,მობრძოლი’’ კი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ,,მებრძოლმა’’ საფრანგეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ,,სუსის’’ აჯობა. თბილისის ,,მებრძოლმა’’ მომავალი წლისთვის უფრო პრესტიჟულ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა უფლება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი