ვაჟა სირაძე: „არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ“

17 ნოემბერი 2019, 15:06 1262 ნახვა

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ არის.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, განცხადებით, პარლამენტთან პოლიციის საგანგებო მობილიზაციის მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა და საპოლიციო ძალების მობილიზებაც ამით აიხსნება.

''პარლამენტის შენობაში არიან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ მხოლოდ საკუთარი აღჭურვილობა, თუმცა არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი. არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - უთხრა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან რამდენიმე წუთში დაიწყება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აქციას პუშკინის სკვერიდან და ოპერის შენობიდან მსვლელობით შეუერთდებიან. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში