დაკავება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით     

16 ნოემბერი 2019, 12:10 239 ნახვა

ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, კიევში დააკავა.

სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

გამოძიების ცნობითვე,  2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 6 ნოემბერს კი,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი