მაჟორიტარების "ამბოხმა"  გაჭრა - პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩავარდა 

14 ნოემბერი 2019, 13:14 374 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. 

ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101

წინააღმდეგი - 3  

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეს, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში 2018 წელს შევიდა. 

20 ივნისს, "სირცხვილიას" აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დემოსტრანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს დაანონსა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0% ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ის ხმები, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მანდატის მისაღებად არ ეყოფა, გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.

აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში