მოქალაქე, რომელსაც თურქეთიდან ენერგეტიკული სასმელი შემოჰქონდა და აჭარაში უკანონოდ ყიდდა, პოლიციამ ამხილა

12 ნოემბერი 2019, 10:26 2946 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში - 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია - ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდებდა და სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში