მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა

11 ნოემბერი 2019, 20:05 1311 ნახვა

როგორ და რანაირად ცდილობენ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური  ჩაერიონ ეკლესიის შიდა საქმეებში? - ამის დადგენის მიზნით „ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ოპოზიციის განცხადებით, მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა, საფუძველი კი მეუფე იაკობის განცხადებები, რომელმაც სინოდის სხდომამდე გაახმოვანა ბრალდებები, სხდომის შემდეგ კი აღარ გამოჩენილა. ოპოზიციისგან განსხვავებით, საგამოძიებო კომიისის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ მმართველ გუნდში.

შეგახსენებთ მეუფე იაკობმა მაღალი თანამდებობის გავლენიანი პირები ილია მეორის ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა ამ განცხადებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა პროკურატურამ და არც გამოძიება დაიწყო. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში