მოვუწოდებთ ყველას მართლწესრიგის დაცვისკენ, ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში მოხდება რეაგირება - შსს

09 ნოემბერი 2019, 19:21 471 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს. „საპოლიციო ძალები განლაგებულია კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მართწესრიგის დაცვისაკენ.

ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება. საჭიროების მიხედვით,ასევე პერიოდულად ხდება ჩანაცვლება საპოლიციო ძალების და საჭიროებისაგან გამომდინარე მოხდება გაზრდა ან შემცირება. ყველა შესაბამისი ფაქტი იქნება შესწავლილი შსს მიერ და ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“- განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი