რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი - გურამ ფალავანდიშვილი

09 ნოემბერი 2019, 18:37 1942 ნახვა

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი გუშინ მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ არა სამართალდამცველები, ისინი კინოთეატრებში შევიდოდნენ და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებას გამორთავდნენ.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ფალავანდიშვილის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება არ იქნება. ისინი ტრანსპარანტებით ყველა კინოთეატრთან მივლენ.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, პირადად მისი პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი. რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა. ვერავინ გაბედავდა ამ ფილმის ჩატარებას, არც კი მოვიდოდნენ კინოთეატრში ეს ევროკავშირის ელჩები, რომ არა ივანიშვილის მთავრობა.

დღეს გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკუარადაც და მორალურადაც. სასამართლოებია ჩვენი ძმების, რომლებსაც მალე გამოუშვებენ  იმედია“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში