ბათუმის ბულვარი ზამთრის სეზონისთვის ემზადება

08 ნოემბერი 2019, 13:38 1756 ნახვა

ბათუმის ბულვარში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები ტარდება.

ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები, სპეციალური მასალით (ე.წ. ბიაზით) შეიფუთება.

ზამთრის პერიოდისათვის ზღვისპირა პარკში, 20 ათასზე მეტი ხე-მცენარე, 5 ათასი ძირი ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმები შეიფუთება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში