მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

06 ნოემბერი 2019, 14:48 1582 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 1 წევრის შესარჩევად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანომ, 25 ოქტომბერს, მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი უკვე აირჩია. ე.წ. ბორდში მოხვდნენ ''ქართული ოცნების'' კვოტით თამილა დოლიძე და სოსო სტურუა. ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თანამშრომელი თამარ წილოსანი. წილოსანმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თანაშემწის პოსტი 5 ნოემბერს დატოვა.

კანონმდებლობით, მეოთხე წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' უნდა დაესახელებინა, თუმცა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა, კონკურის მონაწილეებისგან მათი წარმომადგენელი შეერჩიათ. თქვეს, რომ პროცესები დარღვევით მიმდინარეობდა. 

ოპოზიცია მრჩველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებას არ ეთანხმებოდა და სასამართლოშიც იჩივლა.

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ''ქართული ოცნების'' კვოტით არჩეულ გიგა ჩხარტიშვილს კი მუშაობის უფლება კიდევ 5 წელია აქვს. ის საბჭოში 2018 წლის 1 ნოემბერს შევიდა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში