პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს - პეტრე ცაავა კანონიკური სამართლით ბრალდების დამტკიცებას ითხოვს

04 ნოემბერი 2019, 13:02 386 ნახვა

"მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს", - განცხადება ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში გააკეთა, სადაც პრესკონფერენცია გამართა. 

სასულიერო პირის განცხადებით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.

„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის..."

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მღვდლობიდან განკვეთონ.

„ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ, ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ - ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს.

დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს, ეს უხერხული იქნება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ყოფილმა ჭყონდიდის მეუფე, სინოდის სხდომაზე საქართველოს პატრიარქი მამათმავლობაში დაადანაშაულა.  ''ერს ყავს, პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის'' - განაცხადა პეტრე ცაავამ  სინოდის სხდომის შემდეგ.  თქვა, რომ ის აღარ არის მღვდელმთავარი და უსამართლოდ მოუხსნა სტატუსი პატრიარქმა. 

პეტრე ცაავას განცხადება, პრემიერ მინისტრმა სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა. ანალოგიური შეფასებება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა და თქვა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში