ბათუმსა და ხელვაჩაურში 80-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

02 ნოემბერი 2019, 13:22 1886 ნახვა

ბათუმში, ფერიის დასახლებაში 30 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია "სოკარში" ამბობენ, რომ მეწყერის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ დაბალი წნევის მილი დააზიანა. როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება კომპანიაში ვერ გვეუბნებიან. მათივე ინფორმაციით, ისინი ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან, რომ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყონ.

40-მდე აბონენტია გათიშული ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში. ამ შემთხვევაში, მიზეზად ბუნებრივი აირის რეგულატორის დაზიანება სახელდება. "სოკარ ჯორჯია გაზში" ამბობენ, რომ აღნიშნულ კორპუსს გაზმომარაგება რამდენიმე საათში აღუდგება.

შეზღუდვებია ხელვაჩაურშიც. სოფელ შარაბიძეებში ზვავი ჩამოწვა, ჩამოშლილმა მიწის მასამ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც 5 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მსგავსი მიზეზით გათიშულია 2 აბონენტი სოფელ თხილნარშიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ აღუდგებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში