ბათუმში სამი ტყუპი დაიბადა

01 ნოემბერი 2019, 12:32 9952 ნახვა

ბათუმში, კლინიკა მედინაში სამი ტყუპი ანდრია, ნია და ანა დაიბადნენ. 

ანდრია ფუტკარაძე 2 კილოგრამსა და სამას გრამს იწონის და 46 სანტიმეტრია. რაც შეეხება ნიასა და ანას ერთი 2 კილო და 100 გრამია, მეორე კი 2 კილოსა და 400 გრამს იწონის. 

პატარების დედა თავს კარგად გრძნობს. ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამი ტყუპის დაბადების, ეს მესამე შემთხვევაა. რეგიონში კი სულ 142 ტყუპი დაიბადა. 

რაც შეეხება გასულ წლებს, 2018 წელს სამი ტყუპი ორჯერ დაიბადა, 2017 კი 4 შემთხვევა იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში