ხვალ, 31 ოქტომბერს ბათუმის ნაწილს შუქი გაეთიშება

30 ოქტომბერი 2019, 17:14 5277 ნახვა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 31 ოქტომბერს ბათუმში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 11:00-დან 18:00 საათამდე შუქი გაითიშება პუშკინის, შერიფ ხიმშიაშვილის, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ აბონენტთა ენერგომომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში