აჭარის ფუტსალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია ტოტალიზატორებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

30 ოქტომბერი 2019, 16:09 3231 ნახვა

აჭარის ფუტსალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია, მისი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე უარს აცხადებს ითანამშრომლოს ტოტალიზატორეთან და კაზინოებთან. ფედერაციამ განცხადება გაავრცელა. ისინი სხვა სპორტულ კლუბებსაც, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ

''მივიჩნევთ, რომ აზარტული თამაშების პროპაგანდა ვნებს ადამიანებს და ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოვუწოდებთ სპორტულ ფედერაციებს გაიზიარონ ჩვენი პოზიცია და შემოგვიერთდენ. #არააზარტულთამაშებს'' - წერია განცხადებაში. 

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა პირველმა არხმაც. '' როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს ვაცხადებთ აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. არხი ამ ეტაპზე მიმდინარე ვალდებულებებს შეასრულებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ განახორციელებს'' - წერია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი