მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩაზე აქცია გამართეს

30 ოქტომბერი 2019, 15:46 1425 ნახვა

აქცია გოგებაშვილის ქუჩაზე, 4  ნომერში  მცხოვრებლები ამბობენ, რომ საცხოვრებელი ავარიულია და არა ერთი მიმართვის მიუხედავად , შესაბამისი უწყებების მხრიდან დღემდე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.   მოსახლეობის ინფორმაციით, კორპუსის საძირკველსა და კედლებს ბზარები აქვს, რაც მათივე მტკიცებით, თავის დროზე 33 სართულიანი კუბ თაუერის მშენებლობამ გამოიწვია და მათი საცხოვრებელი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

ისინი   ხელისუფლებას სთხოვენ ინვესტორს მიეცეს მაღალსართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა. საკითხზე მერიის პოზიციას მოგვიანებით  შემოგთავაზებთ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ელოდებიან დასკვნას, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი, უწყების  ცნობით მშენებლობა უკვე შეჩერებულია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი