ციხე-სოფელი მუცო ევროპის რჩეული გახდა

30 ოქტომბერი 2019, 12:35 376 ნახვა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და სამიტის მონაწილეებს უახლოეს მომავალში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში