პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

02 ივნისი 2025, 14:44 324 ნახვა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აჭარის უმაღლესი საბჭოში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა. ელისო ბოლქვაძემ იუნესკო-ს მიერ ბათუმისათვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ასევე განიხილეს 2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადებისა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხი, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა არჩილ ბერიძემ წარადგინა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა. სხდომაზე ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

გასვლით სხდომაზე აჭარის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი