სკანდალურ განცხადებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარს ეკისრება- მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე

27 ოქტომბერი 2019, 13:40 1897 ნახვა

''პატრიარქმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მეუფე იაკობი და რას საქმიანობს'' მეუფეს  სკანდალურ განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მეუფეს განცხადებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარს ეკისრება, რადგან სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთევას ასრულებს ის. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უკან ბოროტი ძალები არიან და  გამოსავალს საეკლესიო რეფორმაში ხედავს.

''ნამდვილად ტრაგედიაა ჩემთვის, რომ ამ დონეზე გაცხადდა თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს საპატრიარქო. ეს არის ტრაგედია. ღვთის წყალობით გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, რომ საქართველოს ეკლესია განთავისუფლდეს ამ მავნებლობისაგან'' -ამბობს მეუფე პეტრე ''მთავართან'' საუბრის დროს. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ასევე გამოეხმაურა მეუფე იაკობის როლს გიორგი მამალაძის დაკავებაში.

„უდანაშაულო სასულიერო პირის ციხეში ყოფნაში ყველაზე დიდი წვლილი მეუფე იაკობს მიუძღვის და ამ ცოდვისთვის ყველზე ადრე მას მოეკითხა იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება დღეს“ 

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, მეუფე იაკობმა ციანიდის საქმესთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა როგორც საზოგადოება ასევე ხელისუფლება.

''ეს ყველაფერი არის ღაღადება იმ ცოდვისა რასაც უდანაშაულო მღვდლის საპყრობილეში წამება ჰქვია. კანონიკური სამართლის მიხედვით ეკლესიამ დაიწყოს განსჯა არსებული და მისი საკადრო მდგომარეობის.''- ამბობს მეუფე პეტრე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში