სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს - 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით დააკავეს 1980 წელს დაბადებული რ. კ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1974 წელს დაბადებულ ს. ლ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.