ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო ორი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა

25 ოქტომბერი 2019, 11:27 2733 ნახვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი - კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობით (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი).

ნავსადგურში სტუმრებს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდენენ. 

საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში