საქართველოს ნაკრები ,,ფიფას'' რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა

24 ოქტომბერი 2019, 14:04 1783 ნახვა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია ,,ფიფამ''  ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 1 პოზიიციით დაწინაურდა და 1274 ქულით, 90-ე ადგილს იკავებს.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა, ოქტომბერში 2020 წლის ევროპირველობის ორი შეხვედრა ჩაატარა და ოთხი ქულა აიღო: 12 ოქტომბერს, თბილისში, ირლანდიასთან შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო 15 ოქტომბერს სტუმრად, ,,ჯვაროსნებმა'' გიბრალტართან 3-2 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, შვეიცარიასთან სტუმრად გამართავს.

,,ფიფას'' რეიტინგში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საუკეთესო შედეგი 1998 წელს ჰქონდა, როდესაც საქართველო 52- ე პოზიციაზე იმყოფებოდა .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში