ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი გაიზარდა

14 ოქტომბერი 2019, 12:50 218 ნახვა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, დაკარგულად კი 20 ადამიანი ითვლება, - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 000 მაშველია ჩართული.

ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დააზარალა. 92 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა, რეალურად თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა.მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი შესუსტებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში