ძეგლი ძაღლის გადარჩენისთვის - ქობულეთში ავთანდილ ცხვედიანის სახელობის მემორიალი განთავსდება

14 ოქტომბერი 2019, 12:29 272 ნახვა

ქობულეთში, ავთანდილ ცხვედიანის სახელობის მემორიალი განთავსდება. იგი აგვისტოში, ოთხფეხა მეგობრის  გადარჩენის მიზნით ზღვაში შევიდა, რის გამოც შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. მერიამ ქანდაკებისთვის კონკურსი უკვე გამოაცხადა რომელიც 28 ოქტომბერს დასრულდება.  რაც შეეხება სკულპტურის განთავსების ადგილს, თვითმმართველობის ინფორმაციით, ტერიტორია გამოკითხვის საფუძველზე შეარჩიეს და ქანდაკება , მეგობრობის ქუჩაზე, სკვერში განთავსდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება კონკურსი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციისთვის. თანხები კი მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება. სწორედ, 2020 პირველ ნახევარში დაიდგმება  ქანდაკება ქობულეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში