ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მერვედფინალშია

08 ოქტომბერი 2019, 12:17 1902 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულად აგრძელებეს ასპარეზობას შანხაის მასტერსზე.    1/16-ფინალში ბასილაშვილი ბენუა პერის დაუპირისპირდა და ფრანგი მეტოქე სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 1:6, 6:1 დაამარცხა.

მერვედფინალში ბასილაშვილი დომინიკ ტიმსა და პაბლო კარენო ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მასტერსის საპრიზო ფონდი $7,473,620 შეადგენს. ლაივ რეიტინგში ნიკა ორი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს 24-ე ჩოგანია

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში