სარჩელი სასამართლოში - შეჩერდება თუ არა აჭარის მაუწყებლის მრჩევლების შესარჩევი კომისიის მუშაობა 

07 ოქტომბერი 2019, 20:28 1258 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციასა და დავით გაბაიძეს შორის ბიუროს სხდომაზე დაწყებული დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს. ანუ მოსამართლეს შესაძლოა მოუხდეს განხილვა რომელ საათზე დაურეკა გაბაიძემ ბაგრატიონს და ითვლება თუ არა ღამით განხორციელებული ზარი ფრაქციასთან კონსულტაციად? უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტელევიზიის მრჩევლების შესარჩევად შექმნილი კომისიის  მუშაობის შეჩერებას ითხოვს.

მოტივი კი სწორედ კონსულტაცია გახდა, რაზეც ოპოზიცია მიუთითებს, რომ პრაქტიკულად არ გამართულა. თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი წარსულის პრაქტიკას და რეგლამენტში ჩანაწერებს იშველიებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში