დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს - ამერიკის საელჩო ყანჩელის გარდაცვალებაზე

02 ოქტომბერი 2019, 10:13 5824 ნახვა

დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

''მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს'' - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი დღეს, 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში