გია ყანჩელი გარდაიცვალა

02 ოქტომბერი 2019, 09:22 4346 ნახვა

ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი დღეს, 2 ოქტომბერს,  84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში კომპოზიტორი ავადმყოფობდა 

გია ყანჩელმა 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით დაამთავრა.  დიპლომის აღებისთანავე სწავლა  კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე გააგრძელა.

1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“, მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა - „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი