თორნიკე შენგელიამ ,,ბარსელონას’’ 16 ქულა ჩაუგდო

30 სექტემბერი 2019, 09:47 1856 ნახვა

ესპანეთის ჩემპიონტის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას ,, ბასკონია’’  ,, ბარსელონას’’ დაუპირისპირდა და 87:95 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მიუხედავად მარცხისა კარგი შეხვედრა ჩაატარა. შენგელიამ პარკეტზე 37 წუთი გაატარა და ამ დროში 16 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.

თორნიკე ,,ბასკონიას’’ რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მატჩის გამორჩეული კალათბურთელი ,,ბარსელონას’’ ცენტრი ბრენდონ დევისი გახდა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა და 11 მოხსნა იყო.

ესპანეთის ჩემპიონატში შენეგლიას გუნდს 1 მოგება და ერთი წაგება აქვს. შემდეგ შეხვედრას ბასკური კლუბი ,,ჟალგირისის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში