დარღვევები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუშაობაში

22 სექტემბერი 2019, 20:35 2026 ნახვა

ბიუჯეტიდან დახარჯული თანხები, რიგ შემთხვევებში შეუსრულებელი სამუშაოები და უხარისხოდ დაგებული გზები აჭარაში-აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების საქმიანობა შეისწავლა. საუბარია  2016-17  წლებზე, როცა უწყებას, ამჟამად  უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი რომანაძე და მთავრობის  ახლანდელი აპარატის  უფროსი არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ.  ჩიქოვანთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. მან ჩვენს  სატელეფონო  ზარებს არ უპასუხა.

გიორგი რომანაძე კი მაკონტროლებლის დასკვნას არ ენდობა. ანგარიშში მოხვდა ქობულეთში ალამბარი ზენითის  სადაც გზა ორჯერ დააგეს,  ასევე  ხელვაჩაურში ჩხუტუნეთი - კირნათსა შუახევში ხიჭაური -ნაღვარევის გზები. დარღვევები არა მარტო ინფრასტრუქტურულ   სამუშაოებს ეხება.    

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი