საქართველოს რკინიგზა ხვალიდან თბილისი - ბათუმის ერთ რეისს აუქმებს 

22 სექტემბერი 2019, 16:27 5563 ნახვა

ხვალიდან, 23 სექტემბრიდან საქართველოს რკინიგზა  თბილისი - ბათუმის მიმართულებით ერთ რეისს ხსნის. მიზეზად საქართველოს რკინიგზაში სეზონის დახურვასთან დაკავშირებით მგზავრების შემცირებას ასახელებენ.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში