ჩელტაში მეწყერი ჩამოწვა

22 სექტემბერი 2019, 15:20 337 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში საცხოვრებელ სახლთან მიწა ჩამოიშალა. მახარაძეების ოჯახს საფრთხეს სანიაღვრე არხი უქმნის . მახარაძეების ინფორმაციით რამდენიმე წელია გაწვიმებისას წყალი დიდდება და ფერდობზე გადმოდის, რაც სახლის საძირკველს საფრთხეს უქმნის. 

ისინი მუნიციპალიტეტის მერიას ფერდობის გამაგრებას და სანიაღვრე არხის მოწყობას სთხოვენ. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, სანიაღვრე არხების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში გამოიყოფა, წვიმის შედეგად გაჩენილი მეწყერული კერები კი დროებით გამაგრდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი