ოდესმე გაიძულე მიგეღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება? -  ბრალდებული ერმაკოვი მოწმეს

20 სექტემბერი 2019, 15:13 5188 ნახვა

წინასწარპატიმრობაში მყოფმა გიორგი ერმაკოვმა დღეს ყოფილ თანამშრომელს, მერიის ადმინიტრაციის უფროსს, საზოგადოების თანდასწრებით ჰკითხა: ოდესმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერს მისთვის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება დაევალებინა?

ნუკრი დეკანაძემ თქვა, რომ არა...

კითხვა - პასუხი, იაფი სახლის პროექტზე საუბარს და მოწმის ჩვენებას მოჰყვა. 

ნუკრი დეკანაძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმებაში რისკებს ხედავდა და ამის შესახებ კომისიის წევრებსაც უთხრა. 

გიორგი ერმაკოვი: გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს კომპანია პირობებს ფორმალურად აკმაყოფილებდა?

ნუკრი დეკანაძე: სატენდერო კომისიას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი მექანიზმი უარი ეთქვა ამ საბანკო გარანტიის მიღებაზე, რადგან საბანკო გარანტია აკმაყოფილებდა პირობებს.

საუბარში მერიის მაღალჩინოსნების ადვოკატებიც ჩაერთვნენ. უფლებადამცველი დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა კომისიის წევრებს საბანკო გარანტიის გადამოწმების ან შესწავლის კომპეტენცია? მოწმემ თქვა, რომ ასეთი ჩანაწერი არცერთ დებულებაში არ იყო. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში