 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნას 700 000 დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.
''იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება'' - წერია ინფორმაციაში.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            