ყელსახვევების გამო, დირექტორის გადაწყვეტილებით პედაგოგი კლასს აღარ უხელმძღვანელებს

17 სექტემბერი 2019, 12:08 1308 ნახვა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის  პედაგოგი, დირექტორის გადაწყვეტილებით კლასის ხელმძღვანელი აღარ იქნება.  დაეკისრება თუ არა მას დამატებითი სანქციები ამას დისციპლინალური კომიტეტი დღეს განიხილავს.  

სხდომა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება.  დისციპლინალურ კომიტეტში  6 წევრია, მათგან ორი მოსწავლე, ორი პედაგოგი და ამდენივე  მშობელი. სწორედ მათზე დამოკიდებული  გააგრძელებს თუ არა ქეთი ვეკუა სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას.  

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი პედაგოგის მიმართ რაიმე სანქციას ვერ მიიღებენ და გადაწყვეტილება მხოლოდ სკოლაში შესაბამისმა კომიტეტმა უნდა მიიღოს.  

გუშინ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში  პედაგოგმა პირველკლასელ  მოსწავლეებს ლურჯი და ბორდოსფერი ყელსახვევები აჩუქა. როგორც მასწავლებელი  ამბობს   ფერები გენდერული ნიშნით შეარჩია და სხვა მოტივი საჩუქართან დაკავშირებით, როგორც ამბობს არ ჰქონია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში