განვითარების კურსი, 9 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - NDI 

17 სექტემბერი 2019, 10:18 1199 ნახვა

საქართველოს განვითარების კურსი, 9 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - წერია NDI-ის კვლევების მთავარი მიგნებებში, რომელიც გამოკითხული აუდიტორიის მონაცემების დამუშავების შედეგად მიიღეს. 

განვითარების კურსის შეფასება პირდაპირ კავშირშია დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლით კურსთან.

მკვლევარების აზრით, 2019 წლის გამოკვლევების შედეგად, მნიშვნელოვანი უკმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ დაფიქსირდა. 

მთავარი ეროვნული საკითხები ეკონომიკას უკავშირდება - პირველ ადგილზეა სამუშაო ადგილები, მეორე ადგილზე ფასების ზრდა და ინფლაცია, მესამეზე სიღარიბე; მხოლოდ მეოთხე ადგილს იჭერს ტერიტორიული მთლიანობა, მას მოსდევს ისევ სოციალური საკითხები - პენსიები და ხელფასები. 

"მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს;  ნახევარი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.

გამოკითხულთა ნახევრის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო, კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა" - წერია, NDI კვლევის მიგნებებში.

NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში