საქართველოში ინტერნეტს ძირითადად სოციალური ქსელებისთვის იყენებენ

14 სექტემბერი 2019, 13:02 292 ნახვა

ბოლო სამი თვის განმავლობაში  საქართველოში ინტერნეტით  6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6 პროცენტმა ისარგებლა. 

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი სოციალური ქსელების გამოყენებაა. ამ მიზნით ბოლო  3 თვეში ინტერნეტი 15 წლის და უფროსი ასაკის,მოსახლეობის 96.0% გამოიყენა.

ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 20.8 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში – 24.7 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 12.9 პროცენტი.

კვლევის თანახმად საქართველოში ინტერნეტით ყველაზე მეტად 15-29 წლის მოსახლეობა სარგებლობს.

ამასთან, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის კომპიუტერის მომხმარებელთა 80.1 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.9 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, თუმცა არა ყოველდღე, 7.0 პროცენტი კი – უფრო იშვიათად.

კვლევამ აჩვენა, ისიც რომ საქართველოში მობილურ ტელეფონი მოსახლეობის 84.8 პროცენტს გააჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი