ნაკლოვანებები მოსამართლეთა შერჩევის  პროცესში - ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადება

14 სექტემბერი 2019, 12:25 145 ნახვა

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსი“ წერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი. ასევე, ანგარიშმა გამოავლინა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანება.

მათ შორის, ნათქვამია, რომ გასაუბრების ადგილმდებარეობაც არ იძლეოდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები კი 23 სექტემბერს დაიწყება.

მესამე სექტორმა ჯგუფში ჩართვა მოითხოვა.  პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია 7 სექტემბერს წარედგინა, მანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი