"ყველამ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდებზე" - გიორგი გახარია

13 სექტემბერი 2019, 10:29 1811 ნახვა

ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მისი ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით მათი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება პირველ რიგში ახალგაზრდები, ბავშვები და ღვაწლმოსილი მოხუცები.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით ახალი გუნდის მთავარი პრინციპი იქნება ღიაობა და მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან და ბიზნესთან.

გიორგი გახარიამ ღიაობისკენ მოუწია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასაც და დაავალა მთავრობის სხდომის შემდგომ მედიას მათთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდონ.

"ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით მთავრობის სხდომების შემდგომ არა მხოლოდ იმ  მნიშვნელოვან  საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას რომელსაც  სხდომაზე წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის  მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს"- მიმართა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში