ბათუმში ღამით წყალი გაითიშება

12 სექტემბერი 2019, 12:35 4278 ნახვა

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დღეს, 12 სექტემბერს, 24:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე რამდენიმე ქუჩაზე წყალი გაითიშება. წყალმომარაგებაში შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.

ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს 8 საათის განმავლობაში წყალი გაითიშება.

მელიქიშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
26 მაისის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
ვაჟა ფშაველას ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან მამია კომახიძის ქუჩამდე;
მამია კომახიძის ქუჩა - სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე;
ჩაიკოვსკის ქუჩა - სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე;
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა - სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე;
პუშკინის ქუჩა - სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე;
ჭავჭავაძის ქუჩა - სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე;
ბესიკის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე
სევასტოპოლის ქუჩა - სრულად.

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა მცირედით ამღვრეული იყოს, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი