საპროტესტო აქცია ბსუ-ს საერთო საცხოვრებელთან

11 სექტემბერი 2019, 15:03 1443 ნახვა

აქცია უნივერსტიტეტის საერთო საცხოვრებელთან. სადარბაზოსთან შენობაში მცხოვრები ის ოჯახები შეიკრიბნენ, რომელთა გასახლებას უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა  ითხოვს. ერთ-ერთ ოჯახს გამოსახლების ფურცელი  უკვე მოუვიდა.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიული გელაძე  უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების მოლოდინშია, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ოჯახიდან მხოლოდ მან უნდა დატოვოს. გადაწყვეტილება არ ეხებათ მის მშობლებსა და მცირეწლოვან შვილებს.

საერთო საცხოვრებლის შენობიდან 5 ოჯახის გამოსახლებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წლებია ითხოვს. ისინი შენობაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცხოვრობენ და იმ მოტივით, რომ ალტერნატიული ფართი არა აქვთ, შენობას არ ტოვებენ. უნივერსიტეტმა მათ სასამართლოში უჩივლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასული წლის მარტის გადაწყვეტილებით შენობა უნდა დატოვონ ოჯახის იმ წევრებმა, ვინც სარჩელში იყო მითითებული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში