რასმუსენი: საქართველომ ალიანსში გაწევრიანების გერმანული მოდელი უნდა განიხილოს

10 სექტემბერი 2019, 18:06 3215 ნახვა

ნატოში გაწევრიანების ახალი გზა, საქართველოს ე.წ. გერმანული მოდელით ალიანსში შესვლას, ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი სთავაზობს. ეს მოსაზრება ითვალისწინებს იმას რომ საქართველოს შეუძლია გაცეს თანხმობა, გახდეს ნატოს წევრი, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.

მსგავსი ფორმით ალიანსის წევრი გახდა ერთიანი გერმანია 1991, რომელიც მანამდე  ბერლინის კედლის დაცემამდე, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის სახელით გახლდათ ნატოს წევრი.

თუმცა დანიელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ღრმა მსჯელობის საგანია, მაგრამ  თუ საქართველო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის ამ ფორმით გახდება ნატოს წევრი.. ალიანსის დაცვის ქვეშ აღმოჩნდება მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, მაგრამ ამასთან ამ გზით უფრო მარტივი გახდება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი